თეა წულუკიანი - გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იქ გაშენდა ჟოლოს ბაღი
თეა წულუკიანი - გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იქ გაშენდა ჟოლოს ბაღი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს მადლობას უხდის.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ბაჩო ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იქ გაშენდა ჟოლოს ბაღი.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მე კითხვა არ მაქვს, მინდა ლევან დავითაშვილს, გიორგი ხანიშვილსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ბაჩო ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სწორედ ლევანთან, გიორგისთან და მის თანამშრომლებთან ერთად იქ გავაშენეთ ჟოლოს ბაღი. ბაღჩეულის მოყვანა დაიწყო სწორედ ამ სანიმუშო თანამშრომლობის შედეგად, იქ ქართული ჯიშის ჟოლო, ლობიო, ნესვი და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ, რაც პატიმრებმა ერთერთ დიდ ქსელში გაყიდეს და დღესაც ყიდიან, იღებენ შემოსავალს. იმედი მაქვს, ამ პროექტს თქვენ უკვე მომავალ იუსტიციის მინისტრთან ერთად გააგრძელებთ. მე კი გიხდით მადლობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.