თეა წულუკიანი - მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს, როგორც ჩანს, გიორგი ქობულიას  - არა
თეა წულუკიანი - მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს, როგორც ჩანს, გიორგი ქობულიას - არა

მმართველი გუნდი თუ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ, ეს გავაკეთო, რადგან მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, გიორგი ქობულია არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, მისთვის უცნაური იყო გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლა.

„მე ბატონ გოგას დიდ პატივს ვცემდი ყოველთვის, ის იყო ჩემი კოლეგა რამდენიმე თვის განმავლობში. ჩვენ ასევე ახალგაზრდობაც გვაკავშირებს, ერთი და იგივე სკოლა დავამთავრეთ. ჩემთვის ცოტა უცნაური იყო მისი ხილვა პარლამენტში, მაგრამ ყველა მინისტრი და ყოფილი მინისტრი არჩევანში თავისუფალია. ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, – თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტურად უსიტყვოდ და პარლამენტში სიარულის გარეშე ვაპირებ, ეს გავაკეთო, რადგან მე ალბათ ჯარისკაცის ფსიქოლოგია მაქვს და როგორც ჩანს, მას არ აქვს ჯარისკაცის ფსიქოლოგია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.