თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ევროპული ცხოვრებისა და ინტეგრაციის გზაზე
თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ევროპული ცხოვრებისა და ინტეგრაციის გზაზე

მინდა, საქართველოს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ეს ძალინ მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ევროპული ცხოვრებისა და ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველომ მომავალი ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პერიოდში განაცხადა, რომ ამ პრიორიტეტებზე იმუშავეს, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ეკოლოგია.

„თქვენ იცით, რომ ევროსაბჭოში მიმდინარეობს ახლებური მიდგომის პროცესი, როგორ უნდა აისახოს საზოგადოების პოზიციები სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რადგან ითვლება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ამას ყოველთვის კარგად ვერ ახერხებენ და მათ მიღმა რჩება რეალური საზოგადოებრივი აზრი, რაზეც ევროპაში  ფიქრობენ. სწორედ, ეს ვაქციეთ ჩვენს პრიორიტეტად, რომ საზოგადოების ჩართულობა და თითოეული მოქალაქის აზრი იყოს მიტანილი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და რა უნდა იყოს ამის ეფექტური მექანიზმი.​ ჩვენთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის, მთავრობისთვის მთავარი საკითხია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. როგორც პრიორიტეტი ჩვენი თავმჯდომარეობისა და ამას მიეძღვნება გაზაფხულზე მასშტაბური კონფერენცია სტრასბურგში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.