თეა წულუკიანი - ემანუელ მაკრონმა ევროდეპუტატს უთხრა, რომ სურდა, მის ადგილას ყოფილიყო, რადგან ესტრადაზე ყოფნა ადვილია
თეა წულუკიანი - ემანუელ მაკრონმა ევროდეპუტატს უთხრა, რომ სურდა, მის ადგილას ყოფილიყო, რადგან ესტრადაზე ყოფნა ადვილია

ჩვენ ჩვენი პარტნიორების, თუნდაც დაინტერესებული კონგრესმენების პოზიციას ვისმენთ, წერილებსაც ვკითხულობთ, მაგრამ მთავარი ის რეალური პრობლემებია, რომლებიც ქვეყნის შიგნით არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების განცხადებებზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

„ ბელგიელი ევროპარლამენტარი, დგება და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომელიც ევროპარლამენტარების წინ ზის,  ეუბნება უმძიმეს რამეს: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ პრეზიდენტი, რომელმაც დაარღვია საფრანგეთის ეროვნული დევიზი, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ეს ყველაზე უარესია, რაც კი შეეძლო მაკრონს მოესმინა. ევროპარლამენტარი ჩუქნის მას სამთო თოკს და ადანაშაულებს, რომ მაკრონო უთვალთვალებს ხალხს და პოლიციის უბრალო ეჭვის გამო ციხეში ყრის. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ სურდა მის ადგილზე ყოფილიყო, რადგანაც ესტრადაზე ყოფნა ძალიან ადვილია. კუჭავასთვის თოკი არავის უჩუქებია და ასეთი რამ რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ან ვიცე-სპიკერმა ევროდეპუტატს უთხრან, თავს ჩამოიხრჩობენ, როგორ გაუბედეთო.  ევროდეპუტატი არის ჩვეულებრივი დეპუტატი და  ქართული ოცნება და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ამ სინდრომით დაავადებულნი არ არიან. სწორედ ეს არის მიუღებელი აღნიშნული სინდრომით დაავადებულთათვის. ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ვინც არის გარანტი და სიმბოლო იმისა, რომ შესაძლებელია მეგობრებს და პარტნიორებსაც ხმამაღლა უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ  კარგია ესა თუ ის ინიციატივა, საქართველოს ინტერესებში მაინც არ შედის. მთავარია ქვეყნის შიგნით არსებული რეალური პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. ამ პრობლემების მოგვარება კი გამორიცხულია, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა და მშვიდობა. ვფიქრობ, ამ ყველაფრის უზრუნველყოფა „ნაციომალურ მოძრაობას“ არ შეუძლია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი