თეა წულუკიანი - ეჭვი გვაქვს, დეოლიგარქიზაციის კანონი რეკომენდაციებში ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა, როცა წარმოიდგინეს, ნამდვილი ოლიგარქის, კეზერაშვილის წინააღმდეგ იმუშავებდა, პოზიცია შეიცვალეს
თეა წულუკიანი - ეჭვი გვაქვს, დეოლიგარქიზაციის კანონი რეკომენდაციებში ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა, როცა წარმოიდგინეს, ნამდვილი ოლიგარქის, კეზერაშვილის წინააღმდეგ იმუშავებდა, პოზიცია შეიცვალეს

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების ვალდებულება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით მოხვდა.

მისივე თქმით, „ამავე ოპოზიციონერებმა, როცა წარმოიდგინეს, რომ აღნიშნული კანონი ნამდვილი ოლიგარქის, კეზერაშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ იმუშავებდა, პოზიცია შეცვალეს“.

„დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების ვალდებულება ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში – ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ეს საკითხი მოხვდა სწორედ ზოგიერთი ოპოზიციონერის ძალისხმევით და შემდეგ ამავე ოპოზიციონერებმა გაიაზრეს, რომ ეს კანონი ვერ იქნებოდა მიმართული ბიძინა ივანიშვილისკენ, რომლის წინააღმდეგაც სურდათ მათ ამ რეკომენდაციის ჩაწერა. როდესაც წარმოიდგინეს, რომ ნამდვილი ოლიგარქი კეზერაშვილისა და სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ იმუშავებდა მოცემული კანონი, პოზიცია შეიცვალეს. ვფიქრობ, კარგი იქნება, მაინც მივიღოთ ეს კანონი. კანონის არმიღების მიზეზი არ გახდეს ის, რომ მათ არ მოსწონთ, რადგან ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, კანონი ვერ ეხება ბიძინა ივანიშვილს. პირიქით, უნდა მივიღოთ, მაგრამ რასაკვირველია, პარლამენტი თავის პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს და საპარლამენტო უმრავლესობაც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ სჯობს საერთო საქმისთვის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.