თეა წულუკიანი - ძალიან გამეხარდება, თუ რაიონში მცხოვრები ჩემი ოჯახის წევრები მომბაძავენ და 14 დეკემბრის აქციაზე ჩამოვლენ
თეა წულუკიანი - ძალიან გამეხარდება, თუ რაიონში მცხოვრები ჩემი ოჯახის წევრები მომბაძავენ და 14 დეკემბრის აქციაზე ჩამოვლენ

მე, როგორ რიგითი მოქალაქე, რომ გავიგე არის აქცია და შეკრება მოქალაქეების ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, მაქვს სურვილი, რომ ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს გზა არის ევროპა.

„ძალიან გამიხარდებოდა თუკი დრო მექნებოდა ჩემს პატარა შვილთან ერთად წავულიყავი აქციაზე. მივიჩნევ, რომ საქართველოს გზა არის ევროპა. ასევე პირი, რომელიც 10 წელი ევროსაბჭოს ვემსახურე და მაქვს სურვილი, ოჯახთან ერთად შევუერთდე ამ აქციას. ძალიან გამიხარდება, თუ რაიონში მცხოვრები ჩემი ოჯახის წევრები მომბაძავენ და ხვალინდელ აქციაზე ჩამოვლენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი ახალგაზრდების ამ ინიციატივას უერთდება.