თეა წულუკიანი - დღეს მადლობას ვეუბნებით იმ ქალებს, კაცებს, საქართველოს შვილებს, ვინც თავისუფლება გვაჩუქა
თეა წულუკიანი - დღეს მადლობას ვეუბნებით იმ ქალებს, კაცებს, საქართველოს შვილებს, ვინც თავისუფლება გვაჩუქა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ მადლობას ვეუბნებით იმ გოგოებს, ქალებს, კაცებს, საქართველოს შვილებს, ვინც ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა და 9 აპრილს, ამ სისხლიან ღამეს, როდესაც რუსის ჯარმა, რომელიც დღესაც ისევ ჩვენს ტერიტორიაზეა და ოკუპაციას ახორციელებს, დახოცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი ქვეყნის შვილები. მათ მადლობას ვუხდით და სიმბოლურად, ჩვენი დიდი სისტემიდან – კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან დღეს მადლობას ვუცხადებთ სწორედ ჩვენი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალებსა და კაცებს – ქალი სპორტსმენები, წარმატებული ქალები, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელისთვის იბრძვის საერთაშორისო ასპარეზზე, ბავშვებს და ჩვენი ფოლკლორის წარმომადგენლებს, ვინც ასევე დღემდე მოიტანა ჩვენი ეროვნული იდენტობა – სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, მათ ვინც, შეინარჩუნეს ქართული სიმღერა, შეინარჩუნეს ქართული ცეკვა, ფოლკლორი და სულ ახლახანს, ასევე ღირსეულად დაემშვიდობნენ ანზორ ერქომაიშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.