თეა წულუკიანი - დესტრუქციულ ოპოზიციას ვუსამძიმრებ არჩევნების დადებით საერთაშორისო შეფასებებს, სად არის რიგგარეშე არჩევნები? არ არის
თეა წულუკიანი - დესტრუქციულ ოპოზიციას ვუსამძიმრებ არჩევნების დადებით საერთაშორისო შეფასებებს, სად არის რიგგარეშე არჩევნები? არ არის

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დესტრუქციულ ოპოზიციას არჩევნების დადებით საერთაშორისო შეფასებებს უსამძიმრებს.

წულუკიანის თქმით, მიესალმება იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც გასწია ცესკო-მ, რომლის საქმიანობასაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა კარგად ორგანიზებული უწოდეს.

„მინდა, ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას ასევე მივუსამძიმრო გუშინდელი დღის, და ზოგადად, ამ არჩევნების საერთაშორისო შეფასებები. არა მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების დადებითი შეფასებები, რომ ეს იყო თავისუფალი, კონკურენტუნარიანი არჩევნები, კარგად ორგანიზებული, საარჩევნო სია იყო ზუსტი და მრავალი სხვა პოზიტიური შედეგი. არ შეიძლება, რომ ბატონ კალანდარიშვილს, ცესკო-ს და მთლიანად გუნდს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საუბნო კომისიაში, ახალი, ჩვენ მიერ რეფორმირებული, უპრეცედენტოდ გამჭვირვალე ხმების დათვლის პროცეში სირთულეები განიცადა, რადგან ეს გაგრძელდა მრავალი საათი და საარჩევნო საუბნო კომისიაში ბევრი წევრი იყო გადაქანცული, ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია. მაგრამ მათ გააკეთეს შეუძლებელი და მსოფლიოს აჩვენეს, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალე დათვლის პროცესი იყო და შედეგებიც დადგა ისეთი, რომ სად არის რიგგარეშე არჩევნები? არ არის. გილოცავთ ყველას.“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა.

„კარგია მეორე ტური, ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას მეორე ტურში მონაწილეობა მიიღოს. სად არის საპროტექსტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი. რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისფლებაში, ამას გისამძიმრებთ და მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკო-მ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ, თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით. ორგანიზებულიო, ასე თქვა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.