თეა წულუკიანი - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება საარჩევნო კამპანიის დროს
თეა წულუკიანი - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება საარჩევნო კამპანიის დროს

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც წინ გვაქვს, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ის იყოს „ქართული ოცნების“ სიის ლიდერი და იგეგმება თუ არა დაწინაურება, როგორც ეს პრემიერმა პარლამენტის სხდომაზე დააანონსა.

„ვფიქრობ, პრემიერის ეს რეპლიკა პასუხი იყო, იმ აბსოლუტურად ოდიოზურად ქცეული პოლიტიკოსის კივილზე, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში და არ მგონია, რომ ამის უკან რაიმე ტიპის რეალური გეგმები იდგეს. სია თუ არა, პარლამენტი თუ არა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ყველა დავინახავთ, ვინ სად დადგება იმ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ჩვენ ყველას წინ გვაქვს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი