თეა წულუკიანი - ციხიდან ციხეში გადაყვანა არ ყოფილა წამება, ეს ისედაც ვიცოდით, სახალხო დამცველის და ზოგიერთის არაკომპეტენტურობას ამ გადაწყვეტილებით მაინც არ ეშველება
თეა წულუკიანი - ციხიდან ციხეში გადაყვანა არ ყოფილა წამება, ეს ისედაც ვიცოდით, სახალხო დამცველის და ზოგიერთის არაკომპეტენტურობას ამ გადაწყვეტილებით მაინც არ ეშველება

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლო განსახილველ საქმეების სიიდან იღებს მიხეილ სააკაშვილის საჩივარს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.

„ციხიდან ციხეში გადაყვანა; გადმობრძანდით, თუ შეიძლება, ესკორტის მანქანიდან, ან კიდევ, ოღონდაც კონსილიუმი ინატრე და შეგისრულებთ, არ ყოფილა წამება ან წამების მუქარა. ეს ისედაც ვიცოდით, რადგან იყო ნათელი.

სახალხო დამცველის და ზოგიერთის არაკომპეტენტურობას ამ გადაწყვეტილებით მაინც არ ეშველება“, – წერს თეა წულუკიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.