თეა წულუკიანი - ჩვენს საყვარელ ქვეყანას და ქართველ ხალხს მინდა, მივულოცო წარმატება, მიხარია, რომ დღევანდელი თაობები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყნის მომავალი იყოს კიდევ უფრო სტაბილური
თეა წულუკიანი - ჩვენს საყვარელ ქვეყანას და ქართველ ხალხს მინდა, მივულოცო წარმატება, მიხარია, რომ დღევანდელი თაობები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყნის მომავალი იყოს კიდევ უფრო სტაბილური

ჩვენს საყვარელ ქვეყანას და ქართველ ხალხს, ყველას მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „მიხარია, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის დღევანდელი თაობები ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს კიდევ უფრო სტაბილური“.

„ჩვენი მრავალტანჯულ სამშობლოს, რომელმაც დღევანდელ დღემდე, ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დღემდე, ძალიან ბევრი ტკივილი, ბევრი საუკუნე განვლო ბრძოლაში, რათა გადარჩენილიყო, ვუსურვო დიდი წარმატებები და გამარჯვებები, როგორც ახლა, ასევე ჩვენი მომავალი თაობების ხელში. მიხარია, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის დღევანდელი თაობები ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს კიდევ უფრო სტაბილური, უფრო მშვიდობიანი და უფრო ნათელი. მადლობა ყველა საჯარო მოხელეს, ყველა დიპლომატს, მთავრობის თითოეულ წევრს, ჩვენ შესანიშნავ წევრებს პარლამენტში ვინც დღე და ღამე შრომობდა, რათა ყველა პუნქტი შესრულებულიყო და დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა. გილოცავთ ყველას და კიდევ დიდ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.