თეა წულუკიანი - ჩვენს პენიტენციურ სისტემაში, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტპატიმრები
თეა წულუკიანი - ჩვენს პენიტენციურ სისტემაში, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტპატიმრები

პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან მცდელობას ახორციელებს ამგვარს, რა თქმა უნდა, ვერ არის პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროპარლამენტის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში არ არიან პოლიტპატიმრები.

„ვფიქრობ, პოლიტიკოსები, რომლებიც ეწვევიან ხოლმე საქართველოს, ყველა არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი და მათ აზრებს, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვისმენთ. უბრალოდ ერთს დავძენდი, რომ ჩვენს ქართულ პენიტენციურ სისტემაში, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით, არ არიან პოლიტიკური პატიმრები. პირი, რომელიც პარლამენტს იღებს შტურმით ან მცდელობას ახორციელებს ამგვარს, რა თქმა უნდა, ვერ არის პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.