თეა წულუკიანი - ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველო ტრეფიკინგთან მებრძოლ წარმატებულ ქვეყანათა შორის არის
თეა წულუკიანი - ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველო ტრეფიკინგთან მებრძოლ წარმატებულ ქვეყანათა შორის არის

საქართველო ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ კალათაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, აღნიშნული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების შედეგია.

„იუსტიციის სამინისტრომ აგრეთვე მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ ცვლილებების დამსახურებაა, რომ აშშ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინარჩუნებს ადგილს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ კალათაში“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.