თეა წულუკიანი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტამბოლის კონვენციას შეუერთდა
თეა წულუკიანი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტამბოლის კონვენციას შეუერთდა

ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ მოახდინა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში იქნა აყვანილი და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მუშაობის შედეგების წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ ამისათვის შარშან შემოგთავაზეთ საკანონმდებლო ცვლილებები და ეს პაკეტი მალე იქცა კანონად, რამაც ძალადობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახადა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი – ქალები, ბავშვები, მამაკაცები იქნებიან უფრო დაცულნი. ამ მხრივ საკანონდებლო მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.