თეა წულუკიანი - ჩვენ გვყავს ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“, მთლიანობაში, სუსტი ოპოზიციაა
დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ გვყავს ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“, მთლიანობაში, სუსტი ოპოზიციაა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში დღევანდელი გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მინისტრის საათი ხვალ გაგრძელდება.
„ხვალ გაგრძელდება მინისტრის საათი. მათ აქვთ ჩემი გამოსვლიდან და რეპლიკებიდან საშინაო დავალებები, იმუშავებენ ალბათ, მთელი ღამე და ხვალ მოვლენ კიდევ უფრო მომზადებულები, თუმცა ყველა კითხვაზე არის პასუხი, ეს პასუხები მათთვის უსიამოვნო მოსასმენია“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.