თეა წულუკიანი - იუსტიციელები სექტემბრამდე, სავარაუდოდ, სახლიდან გააგრძელებენ მუშაობას, გვინდა, ვაჩვენოთ მაგალითი, რომ კერძო სტრუქტურებმა თანამშრომლები სამსახურში არ გამოიძახონ, თუ აუცილებელი არ არის
თეა წულუკიანი - იუსტიციელები სექტემბრამდე, სავარაუდოდ, სახლიდან გააგრძელებენ მუშაობას, გვინდა, ვაჩვენოთ მაგალითი, რომ კერძო სტრუქტურებმა თანამშრომლები სამსახურში არ გამოიძახონ, თუ აუცილებელი არ არის

იუსტიციელები, როგორ აქამდე იყვნენ, სექტემბრის თვემდე, სავარაუდოდ, სახლიდან გააგრძელებენ მუშაობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი სამსახურში გამოცხადება მკაცრად აუცილებელია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ მაგალითი, რომ კერძო სტრუქტურებმა სხვადასხვა თანამშრომელი სამსახურში არ გამოიძახონ, მიუხედავად იმისა, მისი მოსვლა არის, თუ არა მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ყველას სურს დასვენება, მაგრამ აუცილებელია წესების დაცვა ახალი კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

„კარგი ამინდია, ყველას გვინდა, რომ სკოლის დასრულებისთანავე ოჯახებმა დაისვენონ, რაც კარგია, მაგრამ დასვენებისას ყველამ უნდა დაიცვას წესები, რათა არ დაავადდეთ კოვიდვირუსით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.