თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო ყველანაირი შეკითხვა და უზრდელობა
თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო ყველანაირი შეკითხვა და უზრდელობა

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს ვნახეთ, როგორ შეიძლება აიტანო ყველანაირი შეკითხვა და უზრდელობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ სამი ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ინტერვიუ საინტერესო იყო.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო საინტერესო, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც რესპონდენტიც არის, ასევე მედიატორობს დისკუსიების დროს, აიტანოს ყველანაირი შეკითხვა. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ისინი აიტანოს, არამედ დეტალური პასუხებიც გასცეს და აიტანოს ისიც, როდესაც მას უზრდელად ექცევიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანს დაუსვეს შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ჩვენ ეს დავა მიგვყავს ჩვენი მხრივ. მხარეები ვართ, იუსტიციის სამინისტრო და „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში წარმოვადგენთ ამ დავაში სახელმწიფოს, მთავრობას და ძალიან მალე ალბათ ვიხილავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის გამოქვეყნებამდეც, მე, როგორც მხარე, ამ დავაში, ყველანაირ კომენტარისგან თავს შევიკავებდი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.