თეა წულუკიანი - არსებობს გარკვეული სქემა, თუ როგორ უნდა დაგეგმოს ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საქმიანობა არჩევნების დღეს და შემდეგ, რათა არ შეეგუონ რეალობას
თეა წულუკიანი - არსებობს გარკვეული სქემა, თუ როგორ უნდა დაგეგმოს ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საქმიანობა არჩევნების დღეს და შემდეგ, რათა არ შეეგუონ რეალობას

არსებობს გარკვეული სურვილები, რომელსაც სხვაგვარად ჰქვია სქემა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაგეგმოს ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საქმიანობა არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ, რათა არ შეეგუონ რეალობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

წულუკიანს პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა, რომ სავარაუდოდ „ევროპული საქართველო“ ატარებს გამოკითხვას, სადაც სვამს კითხვას არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარების, მათ შორის იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გეგმა. ერთი დიდი კომპონენტი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დღეს გაგაცანით. როგორც ჩანს, ის რომ „აიპიემის“, თუ მათთან დაახლოებული სხვა კვლევითი ორგანიზაციების მეშვეობით, „ნაციონალური მოძრაობა” და მათი სხვადასხვა დანაყოფი, „ევროპული საქართველო“ თუ სხვა, ამოწმებენ ხალხის განწყობას, რამდენად წაჰყვება ხალხი მათ, თუნდაც იარაღთან ურთიერთობაზე, თუ ეს მათ დასჭირდათ. ჩემთვის ეს კითხვა ამას ნიშნავს, თუმცა პასუხი ყველამ ვიცით. ამ ქვეყანაში ვიდრე „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია, არავითარი რადიკალიზაცია, არავითარი პროვოკაციის შედეგი არ იქნება დაშვებული. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე არჩევნებს და მშვიდობიანობის პირობებში განვავითარებთ ქვეყანას“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი