თეა წულუკიანი - არ ვაპირებთ, დავუთმოთ პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი ღია რჩება
თეა წულუკიანი - არ ვაპირებთ, დავუთმოთ პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი ღია რჩება

„ქართული ოცნება“ არ აპირებს, დაუთმოს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი ღია რჩება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ვსაუბრობთ, რვა პარტია ზის აქეთ, მეორე მხარეს კი ერთი მმართველი პარტია, რომელსაც უკან უდგას 928 ათასი ხმა. ეს არის 50 ათასით მეტი, ვიდრე დანარჩენმა რვა პარტიამ მოაგროვა.

ამიტომ, მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა ისინი იცავენ თავიანთ ხმებს, როცა დასაცავი არაფერი სჭირთ, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში მათ ვერ ვეტყვით, მოდი გაჩუქებ რვა ათას ხმას, ოღონდაც, თქვენ შემოგევლეთ, შემოდით პარლამენტში“, – განაცხადა წულუკიანმა.

დატოვე კომენტარი