თეა წულუკიანი - არ უნდა მივიღოთ ორ კვირაში ე.წ. აღდგომის ეპიდემიოლოგიური ეფექტი, რაც იქნება კატასტროფის ტოლფასი
თეა წულუკიანი - არ უნდა მივიღოთ ორ კვირაში ე.წ. აღდგომის ეპიდემიოლოგიური ეფექტი, რაც იქნება კატასტროფის ტოლფასი

არ უნდა მივიღოთ ორ კვირაში ე.წ. აღდგომის ეპიდემიოლოგიური ეფექტი, რაც იქნება კატასტროფის ტოლფასი, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ მთავრობას აქვს თავისი პასუხისმგებლობები, ეკლესიას კი, თავისი.

„ეკლესიამ უნდა იტვირთოს თავისი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ვიტვირთავთ ვერავინ. მოქალაქესაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა, აღდგომის ღამეს ეს არის ძალიან დიდი, რადგან მთავრობა მოქალაქის ნაცვლად ვერ დარჩება სახლში. ჩვენ, მთავრობის წევრები დავრჩებით სახლში, მაგრამ თქვენც ყველანი უნდა დარჩეთ სახლში, ეკლესიამ სწიროს სასულიერო პირების მონაწილეობით და თუ მაინც იქ მოხვდებიან და მივლენ მოქალაქეები ცხრა საათამდე, ასეთ შემთვევაში, მათ მოუწევთ იქ ყოფნა კომენდანტის საათის დასრულებამდე.

იმედია, რომ ეს იქნება ძალიან ცოტა ოდენობა იმისთვის, რომ თვითონ ეკლესიამ თავისი პასუხისმგებლობის ტვირთვა კანონშესაბამისად შეძლოს და დაცული იყოს დისტანცია, რომ ჩვენ არ მივიღოთ უკვე მომავალი კვირიდან ათ დღეში და ორ კვირაში ე.წ. აღდგომის ეპიდემიოლოგიური ეფექტი, რაც, რა თქმა უნდა, იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატასტროფის ტოლფასი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.