თეა წულუკიანი - არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება, ვიმუშაო კიდევ უფრო უკეთესად
თეა წულუკიანი - არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება, ვიმუშაო კიდევ უფრო უკეთესად

არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება, ვიმუშაო კიდევ უფრო უკეთესად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

საუბარია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს.

თეა წულუკიანის თქმით, ყველა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან და მათ წარმომადგენლებთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და აღნიშნა, რომ ეს მარტივი პრინციპია, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ სახელმწიფოში.

„არ მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, თუ ეს არ მეხმარება მუშაობაში და იმაში, რომ ვიმუშაო უკეთესად, კიდევ უფრო უკეთესად. მე მაქვს ის პოზიცია, რაც ნებისმიერ ქართველს ამ ქვეყანაში. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, საქართველო თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თავისი მეგობრების დახმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ საკუთარი სისხლით, მათ შორის ახალგაზრდა გოგოებისა და ბიჭების. ამ დამოუკიდებლობას მოფრთხილება სჭირდება და მუდმივად შეხსენება ყველასთვის, რომ ჩვენ ვართ ძალიან ძველი და დიდი კულტურის ერი. შესაბამისად, ყველა ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან და მათ წარმომადგენლებთან უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ეს არის და ეს. ეს მარტივი პრინციპია, რომელიც მოქმედებს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.