თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი ახალი სახე იქნება
თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი ახალი სახე იქნება

ახალ შემადგენლობას დაველოდებით და ვნახავთ, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი, მაგრამ ეს იქნება ახალი სახე, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი მან სამთავრობო ცვლილებების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

„სამთავრობო გუნდიდან გუშინ გამოსულ ადამიანს, მათთან კითხვები ჯერ არ მაქვს, რადგან როცა კითხვები მქონდა, გვერდით მესხდნენ და ვეკითხებოდი. ახალ შემადგენლობას დაველოდებით და ვნახავთ, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი, მაგრამ ეს იქნება ახალი სახე. ახალი სახე, ანუ, არა ის, ვინც იყო მინისტრი და მას არ ეყოლება თეა წულუკიანი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

პროცედურის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

ამასთან, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა.