თეა წულუკიანი - ადამიანი, რომელმაც ბავშვის და ორი ზრდასრულის სიკვდილი გამოიწვია, „ლელოში“ გაწევრიანდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ აბსურდს საუბრობს
თეა წულუკიანი - ადამიანი, რომელმაც ბავშვის და ორი ზრდასრულის სიკვდილი გამოიწვია, „ლელოში“ გაწევრიანდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ აბსურდს საუბრობს

ადამიანი, რომელმაც ბავშვის და ორი ზრდასრულის სიკვდილი გამოიწვია, „ლელოში“ გაწევრიანდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ აბსურდს საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ახლა, როცა ჩვენ ეთერში ვართ, თურმე სხვა არხზე მიმდინარეობს პარალელური ეთერი, სადაც ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი აღწერს, რა ხდება მე-17-ე დაწესებულებაში დღეს. გეტყვით, რომ ეს ადამიანი იმ დაწესებულებაში არც წელს ყოფილა, არც შარშან და არც იმის წინ – ის ნომერ მე-17-ე დაწესებულებაში იყო 2016 წლამდე. არადა, ნინო ლომჯარიას ანგარიში 2019 წელს ეხება და ბოლო დროს, როდესაც ჩვენ ციხეები შევიერთეთ, ეს პატიმარი იყო მე-16 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები სწავლობენ, ხატავენ, უმაღლესში აბარებენ, ერთი პატიმარი ატელიაში ჩანთებს კერავს. ეს არის დაბალი რისკის დაწესებულება. ამ პატიმარმა, საკმაოდ ბევრი წელი მოიხადა იმისთვის, რომ წლების წინ, 2-3 წლის ბავშვის და ორი ზრდასრული ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რადგან საჭესთან მთვრალი იჯდა. ახლა „ლელოში“ გაწევრიანდა და აბსურდს საუბრობს. ჩემი აზრით, „ლელო“ ასე ვერ დადებს ლელოს. ის საუბრობს იმაზე, რაც არც იცის და არც უნახავს, რადგან სხვა დაწესებულებაში იყო“ – განაცხადა თეა წულუკიანმა POST-TV-ის ეთერში.

დატოვე კომენტარი