თეა ახვლედიანმა რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

15:58, 25.04.2025

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში ვატიკანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

აღნიშნულის ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თეა ახვლედიანმა საქართველოში ვატიკანის ელჩს, ანტე იოზიჩს თანაგრძნობა გამოუცხადა და რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ვატიკანში 26 აპრილს დაკრძალავენ.

მსგავსი