თეა ახვლედიანი - საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები, კიდევ ერთი გამოხატულებაა უკანონო ოკუპაციის
თეა ახვლედიანი - საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები, კიდევ ერთი გამოხატულებაა უკანონო ოკუპაციის

საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები და მათი უკანონო პატიმრობა, შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ ერთი გამოხატულებაა უკანონო ოკუპაციის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ხეთერელისა და ირაკლი ბებუას საქმეებზე საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს ყოველდღიურ რეჟიმში და მომდევნო დღეებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი განხილვისთვის.

„ჩვენ ასევე ვიყენებთ ყველა შესაძლო ორმხრივ თუ მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატების, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება უკანონო დაკავებიდან. რაც შეეხება ოჯახებს, ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრებთან და რეგულარულ რეჟიმში ვაწვდით მათ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დატოვე კომენტარი