თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორებს შეხვდა
თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვების ფარგლებში სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, იზაბელა ოსიპოვასთან და საბჭოს კოორდინატორთან კობა ჩოფლიანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალური თემები და საკითხები.

სახელმწიფო მინისტრმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.