თეა ახვლედიანი - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესი, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას
თეა ახვლედიანი - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესი, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.

თეა ახვლედიანმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღევანდელი თარიღი განასახიერებს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მტკივნეულ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აფხაზეთის მკვიდრთა განუზომელი დარდის, ადამიანური ტრაგედიებითა და მსხვერპლით გამოწვეული განუზომელი ტკივილის, ასიათასობით დევნილის განსაცდელისა და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის ცრემლიან ისტორიას.

დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირებისა და ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელთა ქვეყნის ერთიანობისთვის გაწეული ღვაწლი ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ, ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომითა და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.