თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს
თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მაცხოვრის აღდგომას აღნიშნავენ, დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს დიდი ზეიმი და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენიქვეყნის ეთნიკურად სომეხი თანამოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კათოლიკური და ევანგელურ-ლუთერულიაღმსარებლობის მიმდევრებისთვის. თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს, რომელიც დღეს ზეიმობსაღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეთნოსის და რელიგიურ აღმსარებლობისადამიანთა მეგობრული თანაცხოვრება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთიერთპატივისცემასადა დაფასებაზე დამყარებული ურიერთობით ქმნიდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და სიმდიდრეს,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდება და შემდგომში კიდევ უფრო გამყარდებაჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ახვლედიანმა.