თბოელექტროსადგურების ტარიფებს სემეკ-ი სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს
თბოელექტროსადგურების ტარიფებს სემეკ-ი სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებს

თბოელექტროსადგურების ტარიფებს სემეკ-ი სავარაუდოდ, ხვალ დაამტკიცებს. საკითხზე მსჯელობა დღეს დაიწყო, თუმცა კომისია ეკონომიკის სამინისტროდან 2018 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსს ელოდება. სწორედ ამ მონაცემებიდან გამომდინარე უნდა დამტკიცდეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი.

თბოსადგურების ტარიფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი დოლარის კურსია. თუმცა, მოქმედ ტარიფთან შედარებით ამ ფაქტორს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფზე კი, სემეკ-ი გადაწყვეტილების მიღებას 25 დეკემბერს გეგმავს.