„თბილისური ეზო 2019" კომპოზიტორ გიო ცინცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ​საღამოთი გაგრძელდება
„თბილისური ეზო 2019" კომპოზიტორ გიო ცინცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ​საღამოთი გაგრძელდება

ნანი ბრეგვაძის კონცერტის შემდეგ „თბილისური ეზოს” 2019 წლის სეზონი ქართველი კომპოზიტორის, გიო ცინცაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კინომუსიკის საღამოთი გრძელდება. ღონისძიება ამაღლების ქუჩაზე, ეზოში გაიმართება.

ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი ლევან გოცირიძეამთხრობელები ​კახა თოლორდავა, ინეკე სმიტსი, ქეთი მაჭავარიანი იქნებიან.

ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებს ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ორკესტრი „კამერატა” შეასრულებს.

გიო ცინცაძე 2012 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 60-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის მუსიკის ავტორია.

ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე, დიტო ცინცაძე, ნანა ჯანელიძე, ტატო კოტეტიშვილი, ზაზა ურუშაძე, ინეკე სმიტსი, ქეთი მაჭავარიანი, თაკო შავგულიძე – ეს მცირე ჩამონათვალია იმ რეჟისორებისა, ვისთანაც გიო ცინცაძეს უმუშავია.

გიო ცინცაძის შემოქმედების ძირითადი ნაწილი მხოლოდ ციფრული ვერსიით არსებობდა. სპეციალურად „თბილისური ეზოსთვის” შეიქმნა რამდენიმე ნაწარმოების პარტიტურა, რომელიც პირველად ცოცხალი შესრულებით „თბილისურ ეზოში” შესრულდება.

უკვე ოთხი წელია, პროექტ „თბილისური ეზოს“ ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის კონცერტი და ხელოვნების ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის ეზოებში, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.