თბილისური დერბი „საბურთალომ“ მოიგო - კორღალიძის გუნდმა ტრადიცია არ დაარღვია [ვიდეო]
თბილისური დერბი „საბურთალომ“ მოიგო - კორღალიძის გუნდმა ტრადიცია არ დაარღვია [ვიდეო]

ეროვნული ლიგის პირველი ტური „მიხეილ მესხი – არენაზე“ თბილისური დერბით დასრულდა. „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.

რეგულაციების გამო, ეროვნული ლიგის მატჩები ჯერჯერობით უმაყურებლოდ იმართება. შეხვედრა დაძაბულ და საკმაოდ ხისტ ბრძოლაში მიმდინარეობდა. „საბურთალომ“ მატჩი უკეთ ჩაატარა და პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნაც მოახერხა.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ შედეგს მიაღწია. მალის შეტევის შემდეგ კუთხური დაინიშნა. გიორგი ლაცაბიძის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ „ლოკომოტივის“კარის წინ ბურთი დატრიალდა, მცველებმა ვერ მოიგერიეს, დამატებაზე კი „საბურთალოს“ ახალწვეულმა გიორგი ჯგერენაიამ ზუსტად დაარტყა და „საბურთალო“ დაწინაურდა 1:0.

მერე ტაიმში „ლოკომოტივი“ ბევრს უტევდა და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ „საბურთალომ“ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს – „დინამო თბილისიდან“ გადმოსულმა აკაკი შულაიამ 90-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა შორეული გადაცემით გიორგი გოჩოლეიშვილს გაუგრძელა, რომელიც საჯარიმოში შევარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „საბურთალოს“ სასარგებლოდ, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ტრადიცია არ დაარღვია და სეზონის პირველი მატჩი ამჯერადაც მოიგო.

 

საბურთალო – ლოკომოტივი 2:0

01.03.2021 – თბილისი – „მიხეილ მესხი – არენა“ – უმაყურებლოდ.

 

გოლები: 1:0 ჯგერენაია (38), 2:0 გოჩოლეიშვილი (90. შულაიას პასით)

საბურთალო: გოშაძე – მალი, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე – ი. ტაბატაძე (76. გოჩოლეიშვილი), ძებნიაური, ელვინ ტერა, გულიაშვილი (76. შულაია) – მანდრიჩენკო (69. ლ. ნონიკაშვილი) – თ. ტაბატაძე (90+1. ცნობილაძე)

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი – მჭედლიშვილი (46. გაბაძე), ანდრონიკაშვილი (82. ჭიაბრიშვილი), სანდოხაძე, უბილავა – შონია, დარცმელია (46. ულად-ომარ იმრანი) – თ. კირკიტაძე (იაკობიძე), სამურკასოვი, კახაბრიშვილი (75. გავაშელიშვილი) – სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილებები: ძებნიაური (44), კაკუბავა (51), ლ. ნონიკაშვილი (80)