თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, მოეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება თანამედროვე განათებები.

„ვიწყებთ ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას. პროექტი განხორციელდება გეგეშიძის ბაღიდან კეკელიძის ქუჩის ბოლომდე. დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთია, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში მოხდება საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.