თბილისში, ყაზბეგის გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

09:55, 28.02.2019

თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხა წაიღეს.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი