თბილისში წყლის ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდება
თბილისში წყლის ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან გაძვირდება

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1მ³-ზე დაახლოებით 17 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლებისთვის ერთ სულზე დაახლოებით 63 თეთრით იზრდება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი 1მ³ – 0.50 ლარი იქნება, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) კი ერთ სულზე 4.518 ლარი/

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ³-ის ღირებულება 6.503 ლარი იქნება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღეს მოქმედი ტარიფები ასეთია: მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ³ – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.89 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 – 4.4 ლარი.

ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.