თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მაღაზია „ორ ნაბიჯში“ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, სამი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა, რა დროსაც ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზებულია.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ 400 ლარამდე თანხა წაიღეს. მათივე ცნობით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ყაჩაღობა ცოტა ხნის წინ მოხდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.