8-13 ოქტომბერს თბილისში ვეტერანებს შორის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
შეჯიბრში მონაწილეობას 50-ზე მეტი ქვეყნის 750 ვეტერანი მოჭიდავე მიიღებს.
საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი სახელოვანი სპორტსმენი იჭიდავებს. მათ შორის არიან ლუკა კურტანიძე, ოთარ თუშიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ირაკლი ჭოჭუა და სხვები.