თბილისში ვეტერან მოჭიდავეთა ტურნირი გაიმართება

11:35, 30.09.2019

8-13 ოქტომბერს თბილისში ვეტერანებს შორის თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

შეჯიბრში მონაწილეობას 50-ზე მეტი ქვეყნის 750 ვეტერანი მოჭიდავე მიიღებს.

საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი სახელოვანი სპორტსმენი იჭიდავებს. მათ შორის არიან ლუკა კურტანიძე, ოთარ თუშიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ირაკლი ჭოჭუა და სხვები.

მსგავსი