თბილისში უეფა-ს რეგიონული ვორქშოფი დასრულდა #1TVSPORT
საქართველოში უეფა-ს ლიცენზირების რეგიონული ვორქშოფი დასრულდა, რომელიც ყველაზე მასშტაბური მსგავსი ტიპის ღონისძიებაა, რაც კი უეფა-ს ეგიდით საქართველოში გამართულა.
ღონისძიებაში უეფა-ში გაწევრიანებული აღმოსავლეთ ევროპის 18 ფეხბურთის ფედერაციისა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უეფა-ს საკლუბო ლიცენზირების ხელმძღვანელი ალეშ ზავრი, საკლუბო ლიცენზირების მენეჯერი ანა პოლატოვსკა და საკლუბო ლიცენზირების სპეციალისტი დავიდ პერადალტა ნეგრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ლიცენზირების ექსპერტებს და ლიცენზირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ვორქშოფის მონაწილეებს საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის წევრებმა კი, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების მიზანი იყო, რომ ვორქშოფის მონაწილეებს უეფა-ს მხრიდან დანერგილი სიახლეები გაეცნოთ. ღონისძიებას ევროპული ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად უეფა-ს საკლუბო ლიცენზიების მაძიებელი კლუბებიც ესწრებოდნენ.