თბილისში, თავხელიძის ქუჩაზე მდებარე კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა 
თბილისში, თავხელიძის ქუჩაზე მდებარე კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა 

თბილისში თავხელიძის ქუჩაზე მდებარე „ევექსიკის“ კლინიკიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამის მიზეზი სპეციფიკური სუნი იყო.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საქართველოს პირველი არხი საზოგადოებას დეტალების შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში ადგილიდან მიაწვდის.