თბილისში შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს

20:31, 28.08.2019

თბილისში, მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ოჯახი დააყაჩაღა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ავტომანქანა და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

ავტომანქანა უკვე ნაპოვნია. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მსგავსი