15-16 დეკემბერს თბილისში საშობაო დიზაინგამოფენა და ბაზრობა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, ძველი, საინტერესო ისტორიის მქონე საგნები, საახალწლო სუვენირები, აქსესუარები და ა.შ.
დიზაინბაზრობის მოწყობის ინიციატორები არიან დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი და ნიკა მენაბდიშვილი.
დიზაინბაზრობა აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე გაიმართება.