თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიყვანს
თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიყვანს

განსაკუთრებით დიდი ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი ამცრელი სივრცეებისკენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფელირებული სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სივრცე, დღეში ცრის 4 500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დახლოებით 30 პროცენტი, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან, ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, დაინიშნება სპეციალური ავტობუსები – მივდივარ ვაქცინაციისთვის. ასევე დაინიშნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ. ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით აცრები წარმოებს, ინფექციურის, ბოჭორიშვილის საავადმყოფოს მიერ, ასევე იქნება იქ. ასევე იქნება ჰუალინგის ცენტრი, რომლიც 1 700 აცრას აწარმოებს დღის განმავლობაში. ასევე იქნება კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ბოკერიას კლინიკებისკენ. ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციების, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის მთავარი ლოკაციები, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი