ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეების შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს  
ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეების შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს  

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფრთხეების მიმართ რისკებსა და უახლეს მეთოდოლოგიებზე მსჯელობენ.

კონფერენცია ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანიზაციის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებაზე ძირითადი საქართველოში კვების პროდუქტების უსაფრთხოებაზე, რისკებსა და არსებულ გამოწვევებზე დაისვა აქცენტები.

კონფერენციაში დარგის ექსპერტებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი განსახილველ საკითხზე საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას წარადგენენ.

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დასრულდება.