თბილისში „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები ფოთიდან გამოემგზავრნენ
თბილისში „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები ფოთიდან გამოემგზავრნენ

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო ღონისძიებას ფოთიდან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები უერთდებიან.

ისინი ფოთში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. კოლონები თბილისისკენ გამთენიისას დაიძრა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების თქმით, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე დგას საქართველოს მომავალი.

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.