თბილისში „ქართული ოცნების“ ღონისძიებას პარტიის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან
თბილისში „ქართული ოცნების“ ღონისძიებას პარტიის მხარდამჭერები ქუთაისიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-ზე მეტი ადამიანი უერთდება. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ეს მხოლოდ რეგისტრირებულთა რაოდენობაა და დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებას ქალაქიდან ბევრად მეტი ადამიანი შეუერთდება.

პარტიის მხარდამჭერები ქუთაისში სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. კოლონები ქუთაისიდან გამთენიისას დაიძრა. მათი თქმით, სურთ, ერთად იზეიმონ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა.

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.