თბილისში ქართულ-ჩინური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

11:43, 18.12.2018

თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ჩინური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

“ერთი სარტყელი-ერთი გზის ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები”,- ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც მოიცავს როგორც ისტორიულ და ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების პრობლემებსა და პერსპექტივებს. მხარეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და ინიციატივებს უზიარებენ.

შეხვედრას საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი ენჩი დაესწრო.

კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია არიან.

მსგავსი