თბილისში ქალთა რაგბის ოთხთა ტურნირი გაიმართება
თბილისში ქალთა რაგბის ოთხთა ტურნირი გაიმართება

6 ოქტომბერს, თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზა 7-ქალა რაგბიში ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველო ამ ტურნირზე Georgia Lady’s Sevens-ის სახელით იასპარეზებს, ასევე მონაწილეობენ – დასავლეთის ნაკრები, აღმოსავლეთის ნაკრები და ისრაელის ეროვნული ნაკრები. შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება და 15 საათამდე გაგრძელდება.

Georgia Lady Sevens საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვს წარმოადგენს და იმ გოგონებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც თბილისში ვარჯიშობენ, ხოლო ნაკრების სხვა წევრები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაკრებებს დაემატებიან.

ისრაელის 7-ქალა ნაკრები ევროპის „ალაფაზე“ თამაშობს – იქ, სადაც ჩვენი გუნდი წელს „კონფერენც დივიზიონის“ მოგებით ავიდა.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოში მეორედ იმართება. შარშან საბერძნეთის ნაკრები გვეწვია და 4-თა ტურნირს ქუთაისმა უმასპინძლა.