თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება
თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება.

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ კონფერენციაზე მობრძანებისთვის, ჩვენო ძვირფასო საერთაშორისო მეგობრებო. ქართველ პარტნიორებს, მეგობრებს მივესალმები და მადლობას ვეტყვი თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრებისთვის.

ეს არის კონფერენცია, რომელიც ეთმობა მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტს, ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც ქალებს შეუძლიათ, რომ განმუხტონ და გააუმჯობესონ სიტუაცია. ქალებზე პირდაპირ ეფექტს და ზემოქმედებას ახდენს ომი. მინდა, დღევანდელი დღე მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, სადაც წელიწადზე მეტია, იბომბება ქვეყანა. შემდეგ წელს თბილისის საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე ვისაუბრებთ, როგორ ვაშენოთ ახალი ინიციატივებით მშვიდობა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბეარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი, დოქტორი რუთ მიჩელი.