თბილისში, პეკინის ქუჩაზე „დელფოსის“ მაღაზია გაქურდეს

11:28, 25.01.2018

თბილისში, პეკინის ქუჩაზე „დელფოსის“ მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან სამკაულები და სხვა ნივთები წაღებული არ არის. ჯერ დაუდგენელმა პირებმა მაღაზიიდან ფულადი თანხა წაიღეს.

მსგავსი