თბილისში, პარლამენტის შენობაში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
თბილისში, პარლამენტის შენობაში ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მე-4 და მე-5 მოწვევის (1995-2001 წწ) პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება დაიწყო.

ღონისძიება ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით იმართება.

დამსწრეებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიმართავს.

ღონისძიებაზე ზურაბ ჟვანიას დამსახურებებისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრებენ.

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.